კომპანიის შესახებ

კომპანიის დასახელება: „LifeTime”;

სამართლებრივი ფორმა: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება;

შ.პ.ს. „LifeTime”–ი დაფუძნდა 2012 წლის 12 იანვარს, კომპანია ფუნქციონირებს ტურიზმის სფეროში და გააჩნია საკმაოდ ფართო და მრავალფეროვანი პარტნიორული ურთიერთობები, როგორც ქვეყნის შიდა ბაზარზე, ასევე ქვეყნის გარეთ მოქმედ კომპანიებთან

ტურიზმის პარალელურად კომპანიის მთავარ მიმართულებას წარმოადგენს „ივენთების“ ორგანიზება.

მიუხედავად კომპანიის მცირეხნიანი ფუნქციონირებისა მან ადგილობრივ ბაზარზე მყარად მოიკიდა ფეხი და მომსახურების ხარისხისა და ფასისმიერ კონკურენციაში მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა, რაც განპირობებულია კომპანიაში დასაქმებული პერსონალის მაღალი კომპეტენციითა და წარსულში აღნიშნულ და მომიჯნავე სექტორებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით.

კომპანიის მისიაა ტურიზმისა და ივენთ სექტორის ბაზარზე მაღალხარისხიანი,  უნივერსალური მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფა.

კომპანია ორიენტირებულია პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე და ახორციელებს პერსონალის პერმანენტულ მომზადება-გადამზადებას, რაც საბოლოო ჯამში აისახება მომსახურების მაღალ ხარისხზე.